ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ცირა შალაშვილის წიგნის „ქუთაისური ოჯახები“ III ტომის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში გამორჩეულ და ღირსეულ ქუთაისურ ოჯახთა ისტორიებია მოთხრობილი. თუ საიდან მოდიან და რით იმსახურებენ გამოირჩეული ოჯახის სტატუსს. როგორც ახერხებენ სიმტკიცისა და ერთიანობს შენარჩუნებას, როგორ უდგანან საყდრან ქართულ ცნობიერებას, ეროვნულობას, თუ ტრადიციებს. აქ ასეთი 16 ოჯახია შესული. წიგნის ავტორის თქმით, კიდევ ბევრი მსგავსი ოჯახი არსებობს, რომლებიც თავიანთი ისტორიით და მოქალაქეობრივი ღირსებებითა მსგავს ყურადღებასა და წარმოჩინებას იმსახეურებენ.
„ქუთაისელობა პრივილეგია კი არა პასუხიმგებლობაა“ _ სწორედ ეს სიტყვები აქვს წამძღვარებული წიგნს. წიგნის ილუსტრაცია ქუთაისელ მხატვარს მარინა აბულაძეს ეკუთვნის. ტომეული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. ცირა შალაშვილი ქუთაისური ოჯახების შესახებ წიგნის გამოცემას მომავალშიც აპირებს.