ცაგერის მუნიციპალიტეტში პოლიციელებმა, რომლებიც ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ სავარაუდოდ, ერთმანეთი დახოცეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.
ინფორმაციას „რეგინფო “ ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს ერთ-ერთი პოლიციელი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში შეყვანისთანავე დაიღუპა. მესამე პირი საავადმყოფოში მკურნალობს.