ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით პარალიზებულია- მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების შეკავებისა და დაავადების ლოკალიზების მიზნით ეკრძალება მოსახლეობას ქალაქის დატოვება. ამის შესახებ წერს BBC.
ოფიციალური ინფორმაციით ვირუსის დადასტურების 500 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის გამოც 17 ადამიანი გარდაიცვალა. ჟენევაში მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო საგანგებო მდგომარეობის შემოღება დადგება დღის წესრიგში დაავადების გამო თუ მისმა გავრცელებამ მასობრივი ხასიათი მიიღი.
ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, ხუთშაბათიდან საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ქალაქის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოსვლისგან და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ექიმების განცხადებით, ვირუსის მოქმედება ორგანიზმში მოხვედრიდან აზიანებს ფილტვებს, რომლის შემდეგაც მთელს სხეულში ვრცელდება, რის ფონზეც ადამიანებს ეწყებათ განუწყვეტელი ხველა და გაუსაძლისი თავის ტკივილი. ვირუსი გააქტიურება დაინფიცირებიდან იწყებს 14 დღეში. ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენელთა თქმით, ადამიანებს შორის დაავადების გადაცემა ხდება რესპირატორული გზებით. ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა, რომელიც მოახდენს დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ვირუსისგან განკურნებას.