წერილების ადრესატი საქართველოს მთავრობა, ხოლო გამომგზავნი საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოს კონგრესისა და სენატის წევრები არიან. ბოლო წერილი განსაკუთრებით ვრცელი და დეტალური იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის მინისტრს კომენტარი სთხოვეს:
“ამ წერილების ავტორებიდან ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება, რამდენიმე წლის წინ იმასაც აპროტესტებდა და აგზავნიდა წერილებს, რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ყურადღებით გავეცნოთ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან გამოგზავნილ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ თითოეული ტექსტისა და გვქონდეს იმის უნარი, შევაფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი და რა არა”, – თქვა თეა წულუკიანმა.