საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირებას.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით „ მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გეგმა, რომ აუცილებლად ჩატარდეს ინტენსიური ტესტირება, რათა უზრუნველვყოთ პატრიარქის უსაფრთხოება.