”ჩვენ გადაგვაგდეს” – ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან აქცია მიმდინარეობს. ”ჩატარდეს პროპორციული არჩევნები”, პლანი კი არა ბიძინა გვაბოლებს”, არა ბიძინას გოშიებს! საქართველოს 37 სირცხვილი”, ”არა ოლიგარქიას”, ლორთქიფანიძე წყალი ცივი იყო! სირცხვილია!”, ”თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს! არა ოკუპაციას!” – აქციაზე მონაწილეები ასეთი პლაკატებით გამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორები ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, მათ ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები შეუერთდნენ.
როგოღც ახალგაზრდები ამბობენ თბილისის შემდეგ აქციას ქუთაისში აგრძელებენ და აცხადებენ რომ საპროტეშსტო ტალღა არ შეწყდება მანამ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება. ისინი 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას ან ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.
აქციამ ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლა.