ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლასთან პოლიციაა მობილიზებული და დაწყებულია გამოძიება.
როგორც ”მეგა ტვ”-ს შსს-დან აცნობეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლით დაიწყო,რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას გულისხმობს.
დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 160 საათიდან 220 საათამდე.
ტელეკომაპანია ”მეგა ტვ”-ს წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს 24-ე სკოლის სარდაფში როგორ არის განთავსებული მარიხუანას მოსაწევი საშუალებები, ნემსებო და სხვა ნივთები.
“ბულბულატორი” და ნემსები – რა ხდება ქუთაისის 24-ე სკოლის სარდაფში (+ფოტო/ვიდეო)
”მეგა ტვ” აგრძელებს თემაზე მუშაობას.