ორი წლის წინ, 4 წლიანი რომანის შემდეგ მსახიობი, შონ პენი 31 წლით უმცროს ლეილა ჯორჯზე ფარულად დაქორწინდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ ლეილამ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.ახლა კი ირკვევა, რომ ომმა წყვილი კვლავ გააერთიანა, უკრაინელი ხალხის დახმარების სურვილმა მათ სიყვარულს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ახლად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 61 წლის შონი და 30 წლის ლეილა უკრაინაში, ცხელ ზონაში ერთად იმყოფებიან, რათა უკრაინელ დევნილებს მაქსიმალურად დაეხმარონ.
ლეილა ჯორჯმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა
„დღეს გადავლახეთ ლვოვის საზღვარი, ახლა მე კვლავ პოლონეთში ვარ, ჩვენ გვსურს CORE-ის საშუალებით ქალებსა და ბავშვებს საჭირო პროდუქტები მივაწოდოთ“, – წერს ლეილა.