შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე, “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ლინდე წერს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ:
“შოკირებული ვარ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს. ჟურნალისტებისა და ლგბტიქ თემის წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ”, – წერს ან ლინდე “ტვიტერის” გვერდზე.