“შიში ეს აუციებელი გრნობა, მაგრამ შიში არ უნდა იყოს ფობიური ხასიათის” – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
“შიში ეს აუციებელი გრნობა, ემოციაა, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს, შიში რომ არ იყოს დღეს ძალიან ბევრი ჩვენთაგანი ცოცხალი არ ვიქნებოდით, რადგან ისეთ რაღაცას ჩავიდენდით, რაც დაგვღუპავდა. შიშის ფაქტორი უნდა იყოს, კიდევ უნდა გვქონეს გაცნობიერებული როგორ უნდა გადავლახოთ ის რისკები, რომელი რისკებიც ამ შიშის ემოციას ჩვენში იწვევს. რა თქა უნდა ეს შიში არ უნდა იყოს ფობიური ხასიათის. შიში არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გაცნობიერებულ ქცევას აყალიბებს, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები და უნდა გვქონდეს დაცული ხელების ჰიგიენა, სწორედ შიშის ფაქტორი იწვევს იმას რომ, ჩვენს სამსახურებში დეზინფექცია ჩავატაროთ და ასე ვთქვა, რომ არ იყოს შიში ბევრი ამას არ გააკეთებდა.” – განაცხადა “მეგა ტვ”-თან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 14 ადამიანი თბილისი ინფექციურ საავადამყოფოში, ერთი კი საჩხერეში გადის მკურნალობას. დაავადებუ 4 ადამიანს პნევმონია აღენიშნება, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
იმერეთში თვითიიზოლაციაში 172 ადამიანი იმყოფება – გოჩა გიორგიძე