“შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან” – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განცხადება ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.
“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივმართო.
საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.
კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრიბი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს.” – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ქუთაისში, 14:00 საათზე “გაერთიანებული ოპოზიციის” მასშტაბურ მსვლელობა-მანიფესტს მართავს. აქციით ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითხოვს.