LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ვიკითხე მიზეზი და შენმა მეუღლემ წაიღოო“- აფხაზეთიდან დევნილს შემცირებული ქულების  გამო უპასუხეს

,,ვიკითხე მიზეზი და შენმა მეუღლემ წაიღოო“- აფხაზეთიდან დევნილს შემცირებული ქულების  გამო უპასუხეს

დაპოსტა 2020/12/03-ში
A A
738
ნახვა
გაზიარება

აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და დევნილთა შემწეობის გაზრდას მოითხოვენ!

-დევნილები საერთოდ ახსოვს ვინმეს?! – ასეთი პათოსი შეინიშნება სოცოლურ ქსელში, ჯგუფი ,,დევნილები დევნილებისთვის“ რომელიც 28000 -მდე ადამიანს აერთიანებს მისი დამფუძნებლები, ორგანიზატორები და წევრები მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

უმთავრესი მოთხოვნებია  :

  1. დაინიშნოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები;
  2. საჯარო რეესტრში დაფიქსირდეს დევნილთა უძრავი ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
  3. ვეტერანის დახმარება გახდესსაარსებო მინიმუმის ტოლფასი. – ირაკლი ტორუა – ასოციაცია დევნილები დევნილებისათვის.

ასევე, ბინით დროულად უზრუნველყოფას და აფხაზეთში დაბრუნებამდე დევნილთა დახმარების გაზრდას მოითხოვენ სახელმწიფოსგან.

დევნილთა ნაწილი სახელმწიფოს პანდემიის დროს მეტ თანადგომას – ფულად კომპენსაციას ან ჰუმანიტარულ დახმარებასაც  თხოვს.

-კეთილი ინებოს აფხაზეთის მთავრობამ და დაგვეხმარონ 45 ლარის ამარა რომ ვართ ამ პანდემიის  დროს.

რა საჭიროა  ქულების დაწესება? ვინც იქედან გამოვედით ყველას სჭირდება ბინა და ფული ყველას დაურიცხონ ერთჯერადი დახმარება და გააორმაგონ  დახმარება-განაცხადა  ნანი უგულავამ.

-მოეხსნას დევნილებს ქულების იარლიყი და დაკმაყოფილდეს ყველა დევნილი პირველ რიგში ვისაც არაფერი  მიუღია. რატომ წყვეტენ დახმარებას როცა გადიხარ ქვეყნიდან და სადაა ეს თანხა. მოხდეს დევნილების თავიდან აღწერა და ნახავთ ჯერაც რამდენი არააფხაზეთელია დაფიქსირებული აფხაზეთიდან  დევნილად. შეწყდეს მესამე თაობაზე ერთიდაიგივე ხალხზე ნაცნობობით ბინებით დაკმაყოფილება. უპირობოდ დაკმაყოფილდეს უბინაოები. გაორმაგდება მაინც დახმარება და გაუმჯობესდეს ჯანდაცვის პაკეტი დევნილებზე!

-პირველ ეტაპზე ქირით მაცხოვრებელ დევნილებს უნდა მიექცეს ყურადღება!!! უპირობოდ, არანაირი კრიტერიუმი და ქულა არ უნდა გვეხებოდეს. ვინმე არის ამის წინააღმდეგი? რამეს არასწორად ვითხოვ?…

პ.ს. აი რომ ვითხოვთ ზუსტად აქაა ჩვენი პრობლემა. – ირმა ცირამუა.

-ორიმამიდა მყავს, ამჟამად ბათუმში ცხოვრობენ.

(დევნილები) აქვთ COVID – 19, საავადმყოფოში ვერ მოათავსეს და სახლში გადიან მკურნალობას. ყველაფერს აკეთებენ ჩემი მამიდაშვილები, მაგრამ ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურათ, ვალები აიღეს. მათი მკურნალობა სახლში უკვე 1 200 ლარზე მეტი დაჯდა…

ერთი 91 და მეორე 86 წლისები არიან, არანაირ შეღავათს არ იღებენ მედიკამენტებზე. – ამბობს ნონა გარგანჯია.

-ვცხოვრობთ ქირით თუ ცხოვრება ქვია  ამას 4,5 მაქ ქულა წელს მაინც არ მოვხვდი იმიტომ რომ 1ოთახიანს მაძლევენ 13წლის ბიჭი მყავს მე რომ განვიცდი, ვნერვიულობ ბავშვიც განიცდის საშინლად. სანამდე უნდა ველოდოთ ამ უსამართლობას? მგონი ჩვენ აქ არავის არ ვჭირდებით. ან დააკმაყოფილონ ყველადევნილი ბინებით ან დაგვაბრუნონ. გაგვანადგურეს ნერვი აღარა გვაქ უსასრულო  ლოდინით. – ნესტან ტორუა.

-დაამთავრონ ბოლოს დაბოლოს ბინებით დევნილების დაკმაყოფილება ქულების გარეშე, მიმართვით კი რავიცი ვისუნდა  მივმართო, ვისაც მივმართავდი და დავდიოდი ჩემი მეუღლე ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, სიმსივნით  დაავადებული, 10 ქულა გვქონდა და არ გვაღირსეს. ისე გარდაიცვალა, რომ მივაკითხე საბუთების ჩემ სახელზე გადმოსაწერად 2,5 ქულა გაქვსო, ვიკითხე მიზეზი და შენმა მეუღლემ წაიღოო, მის შემდეგ აღარსად  მიკითხავს. – ნესტან კუპატაძე.

-იდეა კარგია მაგრამ უნდა დაიფიცონ კანონის წინაშე ადვოკატებმაც და დევნილების მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმაც რომ დევნილთა ინტერესებს დაიცავენ და არა ახალანდელ დევნილთა სამინისტროს მოქრთამვას დასთანხმდებიან მხოლოდ სათავისოდ. მე მჭირდება თავშესაფარი, რადგან ვცხოვრობ სამსახურში, მაგრამ ჩემზე მეტად სჭირდებათ ქირით მყოფ ოჯახებს ამიტომ საჭიროების აუცილებლობის მიხედვით სწორი კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ყველა უბინაო დევნილი. ხომ ამბობენ ნახევარზე მეტს მივეცითო. ხოდა, რაღა დავრჩით ასიათასი აქედან დაახლოებით, ოცდაათიათასი ბინაღაა საკმარისი დაბოლობოლო მოაბან თავი აღრიცხონ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აწიონ ერთი ადგილი უკვე დაკმაკოფილებული დევნილებიც გამოარკვიონ და აღრიცხონ და ვითომ დევნილად გაფორმებულებმა ამდენი წელი რომ ისარგებლეს იძულების გზით დააბრუნებინონ უკან. – მონიკა კაცაძე.

და ბოლოს, სხვა მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებს შორის რომლის ჩამონათვალიც უსასრულოა დევნილები ემიგრაციაში მყოფი აფხაზეთელების საკითხსაც სვამენ და მათ გადაჭრას მოითხოვენ. – პრობლემაა დევნილთა სტატუსი,რატომ ეხსნება დევნილს სტატუსი თუ  კი, ისქვეყნის გარეთ იმყოფება?ეს ხელს უშლის მას საკონსულოში ურთიერთობისას! არის საკითხები სადაც დევნილობას ვერ  ამტკიცებს ! თუ საზღვარგარეთ ხარ ესე იგი არხარ დევნილი და არ გიცხოვრია აფხაზეში!?

-სამი ოჯახი ვცხოვრობთ ქირით ერთ ბინაში…მემეუღლე, ორი ვაჟი თავიანთი ცოლებით და შვილებით… წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვართ…სულ მატყუებენ, არ დაგვადგა საშველი… ბინა მინდა მეტი არაფერი…დავიღალე. – ნატ ო  კო რ ძახია.

-სოფელში მაჩუქეს ნაკვეთი  უკვე 15-წელია. .არ მაქ საშუალება პატარა სახლი ჩავდგა…უარს მეუბნებიან იმის გამო რომ მეუღლეს აქვს დაკანონებული საერთო საცხოვრებელი სადაც ვცხოვრობთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად 41-კვ. – დოდო  ნარსია.

-დევნილთა შემწეობის  გაზრდა! –  მოითხოვს გია ჩხირკვია.

ყველაზე აუცილებელია მიიღონ კანონი რომლებმაც დავტოვეთ სამაჩაბლო ან აფხაზეთი დააკმაყოფილონ პირველ რიგში ის ოჯახები რომლებიც არც ისე ბევრი დავრჩით ქულას რომ გვითვლით ის დაგვითვალეთ იქ რადავკარგეთ და იმის საფუძველზე დაგვაკმაყოფილეთ ქულა სოციალურს ხომ არ ვითოვთ ქულას რომ გვითვლით ის საკმარისი არ არის 30 წელი უსახლკაროდ რომ ვართ მიექცეს ყურადღება პირველ რიგში ვინც დაკარგა ყველაფერი სიცოცხლის გარდა. აი, ისინი დააკმაყოფილეთ ჯერ. – მზია ჯალაბაძე

 

ავტორი:   მანანა ლეშკაშელი

გაზიარება295

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – მეუფე იოანე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როდესაც ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა – მეუფე იოანე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე
მთავარი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. იოანე გამრეკელი...

დაწვრილებითDetails

“ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე” – გიორგი შარაშიძე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა...

დაწვრილებითDetails

საქმე შანტაჟის ნაცვლად! – მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აქვე მან...

დაწვრილებითDetails

განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

ლოცვები, რომელიც ამ დღეებში უნდა წაიკითხონ

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ "პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს. „აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ...

დაწვრილებითDetails

სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში ბასრი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"