LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე

შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი – პრემიერი

დაპოსტა 2024/11/11-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება
მთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ არ აქვთ არავითარი არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით.
„თქვენ ხედავდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი და საარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, აბსოლუტურად თავისუფალი. არჩევნების დღეს რაც შეეხება, ელექტრონული წესით ჩატარდა ეს არჩევნები და თქვენ იცით, რომ ელექტრონული წესით გაიარა რეგისტრაცია ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა, ასევე ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა და ხმების დათვლაც მოხდა ელექტრონული წესით. ასეთი პირობებში დაუბალანსებელი ოქმებიც კი არ არსებობდა, რაც იყო 30-წლიანი პრობლემა. ასეთი ტიპის ხარვეზებიც კი არ ჰქონდა ამ არჩევნებს. რეალურად, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ყველაფერი დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, ერთადერთი იყო, მაგალითად მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მუქარა ცესკოს წარმომადგენლებსა და დეპუტატებზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ  ეს მუქარა არის გარკვეული მცდელობა, წავიდნენ კონკრეტული ადამიანები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„ეს არის ამ პოლიტიკური ძალების ხელწერა. ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის რესურსი მათ ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ და საბოლოო ჯამში, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.
აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"