ფეხბურთელ გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუზუსტდა.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, საბა ჩხარტიშვილს ძალადობასთან ერთად ახლა უკვე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
საბა ჩხარტიშვილს არასრუწლოვნების – ზ.ხ.-ს, ნ.ხ.-ს და ვახტანგ ჩიქოვანის სხეულის დაზიანებას ედავებიან.
გამორიცხული არ არის, აღნიშნული მუხლით, ბრალი კიდევ 2 დაკავებულს დაუმძიმდეს.