მკვლევრები კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს დაკარგული ყნოსვისაღსადგენად სპეციალური ვარჯიშების გაკეთებას ურჩევენ. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.
გამოცემის ცნობით, “ყნოსვითი ვარჯიშების” გაკეთება სტეროიდების მიღებაზე უმჯობესია, რასაც კოვიდ-ინფიცირებულები ყნოსვის აღდგენის მიზნით მიმართავენ.
“ყნოსვითი ვარჯიშები” თვეების განმავლობაში სხვადასხვა სურნელის ძლიერად შესუნთქვას მოიცავს, რაც ტვინს მის გახსენებაში ეხმარება.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ “ყნოსვითი ვარჯიშები” მარტივი და ბიუჯეტურია. ამასთან, სტეროიდებისგან მიღებისგან განსხვავებით, პოტენციური გვერდითი ეფექტებისგან დაცულები ვართ.
ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. უმეტეს შემთხვევაში დაავადება გადატანილ პირებს ყნოსვა გამოჯანმრთელების შემდეგ მალევე უბრუნდებათ.
ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი 8 კვირამდე გრძელდება, იშვიათ შემთხვევაში კი ყნოსვის სრულყოფილად აღსადგენად გაცილებით დიდი დრო არის საჭირო.