დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამჟამად საქართველოში პიკია.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.
„მგონი, საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და ათეულობით შემთხვევაა. კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს პატარა გორაკი “, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 485-ს შეადგენს, მათგან 139 გამოჯანმრთელდა.
” ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?!” – კახა კალაძე
ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის...









