წითელი ჯვრის მოხალისეები მოხუცებს სახლში სტუმრობდნენ. მათ ასაკოვან მოქალაქეებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მიუტანეს და ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც კორონა ვირუსისაგან თავდასაცავად ჭირდებათ. წითელი ჯვრის მოხალისეებმა საინფორმაციო მასალები დაარიგეს ქუჩებშიც და მოქალაქეებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდეს. „ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ რომ ეს ვირუსი დავამარცხოთ“-აღნიშნა გულნარა კილაძემ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.









