რეგიონში პირველად, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ექიმებმა ღვიძლზე მაღალტექნოლოგიური, ონკო-ქირურგიული ოპერაცია ჩაატარეს. ჰეპატო-პანკრეო, ბილიარული ქირურგიის, ინტერვენციული ონკოლოგიის და სტრანსპლანტაციის დეპარტემენტი ოპერაციისათვის 3 თვის განმავლობაში ემზადებოდა, ხოლო თავად ოპერაცია მისი სირთულიდან გამომდინარე 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...









