კორონავირუსის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცი გვიან ღამით შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისსაავადმყოფოში ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილილურია.
ამ დროისთვის კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შესაძლოა, დღეს კლინიკა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვოს. მათ განმეორებითი ტესტი უკვე ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია.
ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ხუთმა პაციენტმა დაამარცხა.