ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შესულ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. 5 პაციენტის პასუხი უკვე ცნობილია. ისინი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ.
წუხელ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით ექვსი პაციენტი შეიყვანეს. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს დღეს აუღებენ. სამი პაციენტი ინფექციურში საკარანტო ზონიდან შეიყვანეს, ნაწილი თვითდინებით შევიდა. ამ დროისთვის კლინიკაში 16 პაციენტი რჩება.