ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონი გზის ერთი მხარიდან, მეორე მხარეზე გადასვლას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილია . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო .
2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის
2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...









