ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, “მეიჯერელ საქართველო” ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. 50 ბავშვს, რომელთა ასაკობრივი კატეგორია მერყეობს 6-დან 19 წლამდე, აუცილებელი სასკოლო ინვენტარი (ჩანთები, კალმები, ფანქრები, საანგარიშო, მოძრავი ანბანი, გლობუსი და ა.შ), ქუთაისის ოფისის ტერასაზე გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ. ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო,ასევე ბენეფიციარები მშობლებთან ერთად და სტუმრები ქართულ-გერმანული ცენტრიდან. ,,მეიჯერელ საქართველოს” გუნდმა ბავშვების გართობაზეც იზრუნა, სპეციალურად მოწვეულმა ანიმატორებმა მათ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა შესთავაზეს. პროექტი ქუთაისის სოციალური სამსახურის და GDZ-ის დახმარებით, ,,მეიჯერელ საქართველომ” განახორციელა.
პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს,...










