ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე ძარცვა მოხდა. როგორც “ქართული ტრადიციები 2011”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ყუფარაძემ “მეგა ტვ”-ს განუცხადა სასაფლაოზე ძარცვის პირველი ფაქტი 28 იანვარს დაფიქსირდა. მისივე თქმით ერთ-ერთი საფლავიდან მოპარულია ბიუსტი, რომელიც სავარადუოდ სპულენძისგაა დამზადებული. მსგავსი ძარცვის ფაქტი საფიჩხიის სასაფლაოზე დღესაც დაფიქსირდა.
ორივე საფლავიდან წაღებულია ბიუსტი.
“შპს -მ მოიძია დაკრძალული პიროვნეევნებები ოჯახები, რომლებმაც აღნიშნული ფაქტი შსს-ს ქუთაისის განყოფილებას აცნობეს” – განაცხადა შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა მაია ყუფარაძემ.
ორივე ფაქტს შსს-ს ქუთაისის მე-2 განყოფილება იძიებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.