LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

დაპოსტა 2026/10/15-ში
31
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მეექვსე გამოშვება 16-22 ოქტომბერს, ჩატარდება.

ერთი კვირის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი გააერთიანებს: მასტერკლასებს, დისკუსიებსა, მუსიკალურ საღამოებსა და საჯარო ლექციებს.

წელს ფესტივალის ფოკუსში არა მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ ევროპა და ევროპული კინო მოექცევა.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს.

ფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან: კინორეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი და მსახიობი ჯასტინ ვედელი, კინოოპერატორი რეინ კოტოვი, პროდიუსერი რინგაილე ლესჩინსკიენე, მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, კინორეჟისორი და საქართველოს კინოინსტიტუტის პრეზიდენტი ნუცა ალექსი-მესხიშვილი კი ჟიურის თავმჯდომარე იქნება,

ფავორიტს გამოავლენს ახალგაზრდა კინოკრიტიკოსთა ჟიურიც, რომელიც კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეებით იქნება დაკომპლექტებული.

გარდა საკონკურსო პროგრამისა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება: უნგრული ახალი ტალღის ფილმები, იტალიური კინოკლასიკა: შრომა დრო და მეხსიერება, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სელექციას, ფრანგული ინსტიტუტი კი კრის მარკერის რეტროსპექტივას შემოგვთავაზებს, ვუჩვენებთ საბავშვო პროგრამას – უკრაინა ბავშვების ობიექტივში, სამეცნიერო-პოპულარულ დოკუმენტური ფილმებს, ასევე ნაჩვენები იქნება უახლესი ქართული მოკლემეტრჟიანი ფილმების პროგრამა და ქართული მოკლემეტრჟიანი კინოს პანორამა, კავკასუს სინემა წარმოგიდგენთ და სტუდენტური ფილმები. ფესტივალზე წელსაც ტრადიციულად აღინიშნება გამორჩეულ კინემატოგრაფისტთა საიუბილეო თარიღები, რეზო გაბრიაძის 90-ე იუბილეს აღსანიშნავად, ფესტივალს გახსნის ლევან გაბრიაძის ფილმი “ჰარი-ჰარალე, დედაო!”, ამასთანავე ფესტივალის ფარგლებში ვუჩვენებთ მისი სცენარებით გადაღებულ ფილმებს “ფეოლასა” და “ქვევრს”; ნანა მჭედლიძის მე-100 იუბილეს აღვნიშნავთ “პირველი მერცხლის” ჩვენებით; კინოოპერატორ ლევან პაატაშვილის მე-100 დაბადების დღეს კი თენგიზ აბულაძის “სხვისი შვილებით”; სესილია თაყაიშვილის მე-100 იუბილეს აღსანიშნავად კი მაყურებელი ლანა ღოღობერიძის “ფერისცვალებას” იხილავს.

ფესტივალის ფარგლებში დაიხურება ევროპული კინო-ტური საქართველოში, რის ფარგლებშიც ვუჩვენებთ ანიმაციურ ფილმ “დინებასა” და ევროპული მოკლემეტრაჟანი ფილმების სელექციას

2026 წელს გერმანული ექსპრესიონისტული კინოს გამორჩეულ ნამუშევარს, ფ.ვ მურნაუს ფაუსტს 100 წელი უსრულდება, სწორედ ამიტომ ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკალური გაფორმებით.

ფესტივალის ფარგლებში რეჟისორი დიმიტრი მამულია წაიკითხავს საჯარო ლექციას ნელ კინოზე. გაიმართება შეხვედრა მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი გაიმართება პანელური დისკუსია რეგიონის ახალი ხედვა: ქალთა ხმები და რეპრეზენტაცია, ამასთანავე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სომხური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა.

ფესტივალის სტუმრებს ტრადიციულად საშუალება ექნებათ დაესწრონ სრულმეტრაჟიანი ფილმების ქართულ და ქუთაისური პრემიერებს. ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს უტა ბერიას “ცრემლსადენ გაზს”, ანა ურუშაძის “მეორეხარისხოვან როლს” და ნანა ჯანელიძის “ქმნილების ხელოსანს”, რითაც ფესტივალი დაიხურება.

ქუთაისში პირველად იქნება ნაჩვენები: თამარ კალანდაძისა და ჟულიენ პებრელის “ქართლის ცხოვრება”, მაკა გოგალაძის ფილმები – “შენზე ვფიქრობდი ახლა” და “რაც თავი მახსოვს”, ინეკე სმიტსის “პუტინის დედა”, ივან სულუეტას “აღტაცება”, მარლენ ედოიანის “ცეცხლი იქ”.

ამასთანავე ფესტივალზე ვუჩვენებთ კოტე კალანდაძის დოკუმენტურ ნამუშევარს “არავინ არ ჩანს” და პაპუნა მოსიძის მხატვრულ ფილმ “ქალაქის ხმაურს”.

გარდა კლასიკური კინოჩვენებებისა, მაყურებელს შესაძლებლება ექნება დაესწროს: ხმის დიზაინის სტუდია “უზუპოს” ნამუშევრის, “დამალობანასა” და გიორგი მრევლიშვილის “მდუმარების ქვიშების” ექსპერიმენტულ ჩვენებებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება:
რეზო გაბრიაძის სახელობის კინოსახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი გაუძღვებიან;
კინოკრიტიკის სახელოსნოს გაუძღვება ფემინისტი მკვლევარი, ჟურნალისტი და პროგრამერი ლაურა ვან ჟაულენი, კინოკრიტიკის სახელოსნოს მონაწილეები წელს ფესტივალზე ახალგაზრდა კრიტიკოსთა ჟიურისაც წარმოადგენენ და საკონკურსო პროგრამიდან ფავორიტს აირჩევენ.

დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება: 22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ საქართველოში.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია...

დაწვრილებითDetails

მომსპარია გზები, არ ვიცი რა გვეშველება – ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ფოტო: ინფო იმერეთი
მთავარი

ქუთაისში, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლები ქალაქში საავტომობილი გზებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას აპროტესტებენ - ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიო ცნობით, #100, #34 და #55 მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად ე.წ საღორიის დასახლებაში გაჩერდნენ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში მდებარე ბინიდან აიყვანეს – სამშობიაროდან მოპარული კიდევ ერთმა ბავშვმა ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

90-იან წლებში საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვების მოპარვისა და უკანონო გაშვილების შემთხვევების გამოვლინებები კვლავ გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი ემოციური ისტორია ქუთაისელს მუსიკოსს, ჯგუფ „რევანშის“ წევრს გიორგი გურეშიძეს უკავშირდება, რომლის შესახებაც მან თამუნა მუსერიძის...

დაწვრილებითDetails

კაცი, რომლის სახლშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და საზოგადოებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ყურადღება განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს უნდა მიექცეს. მანიას თქმით, მის ხილვებში იკვეთება ბუნებრივი...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ნოემბერი 25, 2026
0
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 25 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი,...

დაწვრილებითDetails

აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს  - ფაქტს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, ქეთევან ბარაბაძე ადასტურებს. მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია, თაია ბინაზე გაიწერა. აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

2026 წელს ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველი 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით,...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ნოემბერი 25, 2026
0
მთავარი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თაღლითობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».