ქუთაისში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ჰუმანურად გადაჭრის გზების ძიებისთვის შეხვედრა გაიმართა. 31 აგვისტოს, სამოქალაქო აქტვისტები, ცხოვეთა უფლებების დამცველები და ჟურნალისტები პროეტქის “მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგია უსაფრთხო გარემოსათვის” ფარგლებში შეიკრიბნენ. ღონისძიების სტუმრებმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქალაქსა და რეგიონში მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო პოპულაცია, როგორ შეიძლება ოთხფეხა მეგობრებს შეექმნათ უსაფრთხო გარემო და რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმისათვის რომ ცხოველებმაც და ადამიანებმაც თავი დაცულად იგრძნონ.
ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....










