ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა. შემთხვევა ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის, 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა. მკვლელობის ღამეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თეიმურაზ ჩოგოვაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ფაქტი 19 მაისს მოხდა.