ქუთაისში ბელგიელი არტისტი ნიკოლას კუნიშს მასპინძლობს. ის ქუთაისელი მსნელისათვის 1 თებერვალს “ბარ ამხანაგში” 20:30 საათიდან დაუკრავს.
ბელგიელი არტისტი და დიზაინერია ნიკოლას კუნიში რეიკიავიკში, ისლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ნიკოლასი არის lowercase nights-ის დამფუძნებელი და კურატორი, ასევე ლეიბლ Lady Boy Records-ის თანადამფუძნებელი. ის ძირითადად თბილი ჟღერადობის ambient drone და ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკას ქმნის.
როგორც წესი, მის ნამუშევრები შემთხვევითი ჩანაწერების და გლიჩ ეფექტისგან შედგება, რაც ქმნის მრავალშრიანი პროცესს. მთლიანობაში, ინსტრუმენტებისგან და საველე ჩანაწერებისგან გენერირებული ტექსტურა, ნიკოლას კუნიშის ნამუშევრებში სენსიტიურ აუდიო არქიტექტურას ქმნის.