“ქუთაისი 2010”-მა “ტიტები” 94-75 -ით დაამარცხა. თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში “ქუთაისი 2010”-მა “ტიტები” 19-ქულიანი სხვაობით დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში გასასვლელად ეს არასაკმარისი იყო, რადგან მასპინძლებს 24-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მართებდათ.
მართალია, მე-3 ათწუთეულის მიწურულში ქუთაისელები 29 ქულითაც იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ… თამაშის მთელი სიმძიმე, ფაქტობრივად, ექვს კალათბურთელს აწვა და სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა გადამწყვეტი. ბოლო მეოთხედში სტუმრებს მეტი ძალა შემორჩათ.











