განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ. თუ რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში, ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა
თბილისში, ყოფილ იპოდრომთან მშენებარე ნაგებობა ჩამოინგრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. წყარო: ინტერპრესნიუსი