ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე საათობრივი პარკირების იდეით გამოდის:
” ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც აქტიურად არის დატვირთული საპარკინგე სივრცეები და პრობლემაა პარკირება მე ვფიქრობ კარგი იქნება . დავგეგმოთ და სწორი ანალიზის პრობებში საათობრივი პარკირების საშუალება გავაჩინოთ .
ეს ერთის მხრივ მოქალაქეთა ინტერესზე იქნება მორგებული და მეორეს მხრივ დაუკარგავს აზრს ე. წ სტაიანშიკების იქ ყოფნას . იქ დავაყენოთ ადამიანები უშუალოდ პარკირების სამსახურის წარმომადგენელბი და მათ აკონტროლონ სწორი პარკირება და ა.შ , ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე განსაკუთრებით. “-განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ .
ინიციატივას მხარი დაუჭირა ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ. “იქნება” აღნიშნა მან.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ე.წ სტაიანშიკების საკითხზე:
“ამ ე.წ სტაიანშიკების თავხედობა ყველა ზღვარს გადასულია, შეტევაზე გადადიან, შეურაცყოფაზე და ამავე დროს სტიქიურად გავრცელდა უკვე , რომ შეხედეს ქალაქის ცენტრი დგას ერთზე, მეორე ადგილზე, უკვე ნელ-ნელა მეტასტაზებივით გავრცელდა მთელს ქალაქში. “-აღნიშნა ზაქრო მამასახლისმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა.