25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ამ დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. სახელმწიფო დროშა დაეშვა ქუთაისის მერიასა და მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსულმა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაამხო. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.