ქუთაისის მერიამ ჯიპების შესაძენად ახალი ტენდერი გამოაცხადა და თანხა გაზარდა.
წინა ტენდერისგან განსხვავაებით, რომლის თანახმადაც ქუთაისის მერია მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვისთვის 62 ათას ლარს იხდიდა, ახალი ტენდერი 7 000 ლარით გაიზარდა და ავტომობილების შესაძენ თანხად 69 000 ლარი დასახელდა.
სატენდერო დოკუმენტაციის [190018349] თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.
ქუთაისის მერიამ ახალი ტენდერი 19 სექტემბერს გამოაცხადა. მისი დასრულების ვადად 30 სექტემბერია მითითებული
ქუთაისის მერიის მიერ მაღალი გამავლობის ავტომობილების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მსურველმა მიიღო, მაგრამ მას მერიამ დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.
ავტომობილების შეძენას ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ.