ქუთაისის მერია გაპონოვის ნომერ 3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს.(NAT250004985) ტენდერი 11 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 24 მარტს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარია.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა ჯერ კიდევ 2021 წელს ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანდა. შენობის მეპატრონე კი მის რეაბილიტაციას უსახსრობის გამო ვერ ახდენს. შედეგად შენობა საფრთხეს ქმნის როგორც აქ მაცხოვრებელთათვის ისე გამვლელთავის.
შენობის ფასადის ნაწილი კვლავ ჩამოიშალა 2025 წლის აინვარში :
კულტურული მემკვიდრეობა აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა- გაპონოვის ქუჩის მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ