“ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე ქუთაისის მერიას ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული,ყოვლდღიური საკვებისათვის გამოყოფილი თანხის ან/და მისი შესაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემისკენ მოუწოდებს. „ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით“-განაცხადა მამუკა მამალაძემ. „აპრილის პროდუქცია უკვე შევიძინეთ და ერთი თვის მარაგი გავეცით 8 400 ბავშვზე. აპრილის ბოლოს ისევ ვგეგმავთ იგივეს“- ასე გამოეხმაურა ააიპ ბაგა-ბაღების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ლელოს ბარლდებებს . ეს ერთჯერადი აქცია არ ყოფილა განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.