ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან.
თემურ ნადირაძის თქმით, რვა პაციენტიდან შვიდის პასუხი გახდა ცნობილი, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათგან, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურა უფიქსირდება. ამ დროისთვის იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში 429 მოქალაქეა მოთავსებული. თვითიზოლაციაში 400 ადამიანია.
კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კვლავ რჩებიან ბოქსირებულ განყოფილებაში და აგრძელებენ მკურნალობას.
29 მარტს ლაბორატორიიდან ინფექციურმა საავდმყოფომ შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო და ყველა პასუხი უარყოფითია.