LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტში გაიზარდა

ფოტო: კახა მჭედლიძე

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა, წინა წლის მარტთან შედარებით, 48%-ით შემცირდა

დაპოსტა 2020/04/03-ში
A A
86
ნახვა
გაზიარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში – 710,143 მგზავრს მოემსახურა. რაც -30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 1,014,734 მგზავრი). როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც.

მათივე ცნობით, 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც -27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი – 5,200 რეისი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა.

„ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეგულარული სატვირთო გადაზიდვები და სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ნიშნავს. შეზღუდვები ასევე არ ეხება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებს, როგორიცაა ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური და სხვა სახის ფრენები.

მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის მარტში 79,556 მგზავრს მოემსახურა, რაც -75 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 314,067). რაც შეეხება ჯამს სამი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 479,108 მგზავრს მოემსახურა. რაც -40% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 804,675- მგზავრი). რაც შეეხება ცვლილებას რეისების კუთხით, სამი თვის ჭრილში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები -36 % არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2,717 რეისი განხორციელდა. (2019 წელი 4,269 რეისი).

2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7,303 მგზავრმა ისარგებლა. რაც -66% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21,664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47,574 მგზავრს მოემსახურა, რაც -8 % ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 51,916 მგზავრი).

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2020 წლის მარტში მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მარტში 27,439 მგზავრს მოემსახურა, რაც -49% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 53,316 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 16 %- იანი ზრდაა და 181,675 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 156,784 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს: მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -22 % შემცირდა. (2019 წელი 421 მგზავრი).

ერთადერთი აეროპორტი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2% გაიზარდა. (2019 წელი 45 მგზავრი).

ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1,359 მგზავრი)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 62 აშშ დოლარით მოიმატა და 4 194 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

რამდენად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6019 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 9 ოქტომბრისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"