ქუთაისელმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა – გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა – მსუბუქ წონაში, ორადგილიანი ნავის (LM2-) დისციპლინაში მეორე ადგილი დაიკავეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ტურნირზე 31 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.
“რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული… პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა”-პროკურატურა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა...










