ქუთაისელმა ლუკა გოგიტაძემ თურქეთში, ალანიაში გამართულ კონკურს-ფესტივალზე “ლიბერტანგო” საკუთარი იმპროვიზაციით დაუკრა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მან ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა. 16 წლის ლუკა გოგიტაძე ზ. ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სკოლაში სწავლობს. ლუკა კომპოზიტორია, საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის. ამასთან მხატვარი და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. ცოტა ხნის წინ მისი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.
ქუთაისში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქუთაისში , ცენტრალურ მოედანზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ფოტო : Topnews.com.ge









