ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ
მმართველი გუნდის წევრები კრიმინალები და ქურდები არიან, რომლებმაც ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს.
მათ ადგილზე მიიტანეს ბანერი წარწერით “არჩევნები მოპარულია”, თუმცა, ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ მისი გაშლის საშუალებას არ აძლევს.
აქტივისტები, რომლებიც ექსპოჯორჯიასთან შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ სირცხვილია, როცა გავრილოვის ღამის შემოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
ისინი სკანდირებენ: “მონა”, “სირცხვილია”. ქართული ოცნების წევრებს ყრილობაზე შესვლა სწორედ ამ შეძახილების ფონზე უწევთ.
ქართული ოცნების ყრილობა ექსპო ჯორჯიაში 14:00 საათზე დაიწყება.