ქართული ენა მალე Microsoft-ის ყველა პლატფორმაზე ინტეგრირდება. პროექტს ,,თიბისი” და Microsoft ერთობლივად ახორციელებენ, მისი მთავარი მიზანი კი ქართული დამწერლობის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია და კომპიუტერულ პროგრამებში სრული ინტეგრირებაა. „თიბისი“ Microsoft-თან პროექტის #წერექართულად ფარგლებში უკვე 5 წელია თანამშრომლობს. ამ პერიოდში შეიქმნა ლექსიკონები და გაციფრულდა არაერთი ქართული ფონტი.
ამჯერად, ქართული ენა ხელმისაწვდომი გახდება სათარგმნი პლატფორმებისთვისაც. პროექტის პირველ ეტაპზე ინგლისურად ითარგმნა 100 000 ქართული წინადადება, რომელიც Microsoft-ს უკვე გადაეცა., შემდგომ ეტაპზე კი განხორციელდება მონაცემების ლოგიკურად დაკავშირება და აზრობრივი გასწორება. პროექტის ბოლო ეტაპია ქართულად მოაზროვნე ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რის შემდგომაც ქართული ენა სრულად ინტეგრირდება Microsoft-ის ყველა პროგრამაში და მსოფლიოს ტექნოლოგიურ რუკაზეც სრულყოფილად წარმოჩინდება.
პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა
პოლიციამ ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. მიკროავტობუსის გატაცების შემდეგ, გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ...