ფასადების საკითხი მწვავედ დგას ჩვენი ქალაქის რეალობაში – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ “მეგა ტვ”-ს ჟურნალისტს განუცხადა.
ირაკლი შენგელიამ გუშინ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ანგარიში წარადგინა.