“გაფრთხილდით, ფარცხანაყანევში კოვიდ-19-ით ინფიცირებულს ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი” – როგორც წყარო მეგა ტვ-ს უყვება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ ქალს კონტაქტი 20-მდე ადამიანთან ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეპიდემიოლოგებს თავად მიაწოდა. მართალია, იგი ქელეხის სუფრაზე არ ყოფილა, თუმცა სამძიმარზე ორ დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
შესასწავლი და დასადგენია იმ ოცი ადამიანის კონტაქტები, რომლებსაც ინფიცირებულთან ჰქონდათ შეხება და სავარაუდოდ, თითოეულის კონტაქტი მინიმუმ 7 რომ იყოს საეჭვო დაინფიცირებულთა რაოდენობა ასეულს აღემატება.
მართალია ოფიციალური კომენტარი არსებულ ვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გააკეთეს , თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, რადგან მეზობლებთან და მეგობრებთან მიმოსვლა სოფელში ჩვეულებრივად გრძელდება, რადგან ადგილობრივებს უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერია, რადგან რამდენიმე კონტაქტში მყოფ პირს ვირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა ფაქტია, შიდა გადაცემის დროს კონტაქტში მყოფი ყველა პირის გამოვლენა დიდი ალბათობით ვერ მოხდება, არ არის გამორიცხული , რომ გვერდით კოვიდინფიცირებული გვყავდეს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელსაც კანონი გვავალდებულებს.
ნანი თოშხუა