“ყველა ვისაც ამერიკამ სანქციები დაუწესა წესიერი ადამიანია. 180-ვე ადამიანი, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა, ყველა რუსეთის პატრიოტია. შემიძლია გითხრათ, რომ ოთარ ფარცხალაძეც სწორედ ასეთი პატრიოტია. ერთხელ მახსოვს, ბატონი ოთარი დავპატიჟე ვახშამზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეძღვნებოდა და ვნახე თუ როგორ გულწრფელად უხაროდა მას ეს დიდი წარმატება. რაც შეეხება სანქციებს, ნებისმიერი სანქცია არის დაშინების მცდელობა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ყველა ვინც რუსეთთან კეთილმეგობრულ ურთიერთობაში იქნება სანქციების ქვეშ მოჰყვება. ფარცხალაძის ეფ-ეს-ბესთან კავშირზე არაფერი ვიცი და სიმართლე გითხრათ ტყუილი მგონია, როგორც ყველა ის მითი, რომელიც მსგავს სიტუაციებში ითხზვება”, – ამბობს დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი
სოფელ ნოღაში, ოჯახი ზვიად გეგუჩაძეს ეძებს
სიციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ზვიად გეგუჩაძის დაკარგვის შესახებ. ბავშვი სოფელ ნოღიდან არის. მას ოჯახი ეძებს : სოფ. ნოღიდან სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა: ზვიადი გეგუჩაძე. დაკვირდით ფოტოს თუ ვინმეს გეცნობათ...