“დღეს შევიტყვეთ ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკულ დაღუპვის შესახებ უშბაზე ექსპედიციის დროს.
ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა და სვანეთისთვის, ასევე მთელი სპორტის და ტურიზმის საზოგადოებისათვის.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, სვანეთს და საქართველოს მთელ საზოგადოებას.- წერენ ფეისბუქ გვერდზე
მთელ სვანეთს ზუსტად ასე გაგვეყინა გული
უდიდესი ტრაგედიაა ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვა. დღეს ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი სულის მფარვალი… გისამძიმრებ სვანეთო!..