არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ბორდიურს დაეჯახა, რის შემდეგაც ხიდიდან გადავარდა.
ცნობილია სამტრედიაში, 14 მარტს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა.
გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.
“უპატიოსნესი ბიჭი იყო, ჩვენი დათო… საშინელი ტრაგედია დატრიალდა”, – ამბობენ ახლობლები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.