LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება” – ანდერს ფოგ რასმუსენმა

“უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება” – ანდერს ფოგ რასმუსენმა

დაპოსტა 2019/09/10-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმე, ანდერს ფოგ რასმუსენმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„თუ საქართველო ნატო-ს მომავალი წევრი უნდა გახდეს, თქვენ უნდა განაგრძოთ რეფორმები დემოკრატიაში, რომელიც მოწოდებულია, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გარანტირებული იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების უფლებების დაცვა. ამ კურსზე უნდა დარჩეთ. მაგრამ მთავარი პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები. საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. ასე რომ ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?” – განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენადაა საქართველოს მთავრობა მზად ამის გასაკეთებლად, რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს არ იცის.

“არ ვიცი და რა თქმა უნდა, ეს შიგნით უნდა განიხილოთ ღრმად, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის დე ფაქტო ვეტოს. მან იცის, რომ ნატო და ევროკავშირი ნაკლებად მოინდომებენ ეს პრობლემები გადმოიტანონ ჩვენს ორგანიზაციებში. სწორედ ამიტომ აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება. მართალია, ნატო-ს წევრობა ერთ ნაბიჯზე არ იქნება, მაგრამ ყველაზე ცოტა, ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან ხელახლა იქნებოდა ნამდვილი საუბრის დაწყების საფუძველი წევრობაზე. ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ”, – განაცხადა რასმუსენმა.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის. რასმუსენის თქმით, სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო.

“რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” რასმუსენმა.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

“ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო”- პეტერ ფიშერი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის-გერმანიის ელჩი
მთავარი

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება”- პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა. გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას- ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ, მზად...

დაწვრილებითDetails

“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

2026 წელს ევროპის დღის აღნიშვნას საქართველო მძიმე პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება - მაშინ, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, „ქართული ოცნების” ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო მეტ ბარიერს უქმნის ქვეყანას იმ...

დაწვრილებითDetails

“ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის...

დაწვრილებითDetails

“მთავარია, სამართალი აღსრულდა”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერთგვარი ტვირთი იყო, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული - მთავარია, სამართალი აღსრულდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა...

დაწვრილებითDetails

შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის წერილით მიმართავს. პაპუაშვილი წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ჰერჩინსკის ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართავს. „გილოცავთ ევროპის დღეს. ამ მნიშვნელოვან დღეს, სიმბოლური აღნიშვნის...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია-ზელენსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
მთავარი

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება...

დაწვრილებითDetails

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა-მარიამ ლაშხი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის-ანი ნადარეიშვილი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, თუ როგორ გრძნობს თავს ახალაია ან ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის-პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
,,ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც მის წინამორბედ მთავრობასთან” – პაველ ჰერჩინსკი
მთავარი

წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"