კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა აღარ ექნებათ,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გერგელი გულიასმა.
მისივე თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.
„უნგრეთი მწვანე ქვეყანაა, ყველა დანარჩენი ქვეყანა კი წითლდება,“- აღნიშნა გერგელი გულიასმა.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან უნგრეთში კოორნავირუსის 5 511 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 614 ადამიანი.