როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები, და ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ამ ომში ყველაზე დიდ ფასს. ამ მსხვერპლს პატივი უნდა სცენ. დახმარება გსურთ? დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვარწმუნოთ იმაში, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. არ ვიცი ისტორიის არცერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა .
„რამდენიმე წარჩინებულ გენერალს ატლანტის ოკეანეს გადაღმა და ევროპაში მტკიცედ სჯეროდა, რომ რუსეთი მაქსიმუმ ერთ კვირაში კიევის ოკუპაციას მოახდენდა და უკრაინაზე კონტროლს დაამყარებდა. ამიტომ, ახლა, როდესაც პესიმისტური შეფასებები მესმის, ყველას ვთხოვ მიმართოს საკუთარი ენერგია იმაზე, რომ გამარჯვებას შეუწყოს ხელი, და არ ეძებოს შესაძლო წარუმატებლობების მიზეზები. როგორი ერთგულებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები, და ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ამ ომში ყველაზე დიდ ფასს. ამ მსხვერპლს პატივი უნდა სცენ. დახმარება გსურთ? დაგვეხმარეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ დაგვარწმუნოთ იმაში, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. არ ვიცი ისტორიის არცერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს“, – განაცადა კულებამ.