“ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია წარმატებით დასრულდა. 100-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები უსაფრთხოდ არიან.
წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო და ბევრი ადამიანია. თუმცა, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის მოქალაქეებს ჯოჯოხეთშიც კი არ მიატოვებს” -უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია ევაკუაციის შესახებ.