LIVE TV
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში, 5 კრიმინალი მოსამართლეა” – თავისუფალი საქართველო

დაპოსტა 2019/09/05-ში
61
ნახვა
გაზიარება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან სიაში 5 კრიმინალი მოსამართლეა. ამის შესახებ  პარტია „თავისუფალი საქართველოდან“  იუწყებიან.

ამრიგად, პარტია იუსტიციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციან საბოლოო სიას ეხმაურება, რომელიც პარლამენტისთვის არის წარდგენილი.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რა პერიპეტიები წინ უძღოდა მთელ ამ პროცესს და პრინციპში, სწორედ სასამართლო სისტემის გამო დაიწყო ხელისუფლების მიმართ ის სკანდალი და უნდობლობა, რაც საბოლოო ჯამში, 20 ივნისის მოვლენებით დასრულდა. ამიტომ ხელისუფლებამ ახლა მაინც უნდა გაითვალისწინოს რჩევა, რომელსაც შვიდი წელია, მას „თავისუფალი საქართველო“ აძლევს, რასაც ისინი ამ დრომდე არ ითვალისწინებენ.

„პირველ რიგში, მივესალმებით იმას, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინა საზოგადოებრივი აზრი, ხალხის პროტესტი და რამდენიმე ოდიოზური მოსამართლე, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი, ამ სიაში არ არიან. რეკომენდაციას ვაძლევთ ხელისუფლებას – პირველი: ამ მოწვევის პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ნუ შეავსებს უზენაეს სასამართლოს შემადგენლობას სრულად, არამედ დანიშნოს ოთხი-ხუთი მოსამართლე, რომელიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის კრიტიკულად აუცილებელია. ხოლო მოსამართლეთა დანარჩენი რაოდენობა, 2020 წელს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა დანიშნოს.

მეორე – უზენაეს სასამართლოში, 20-კაციანი სიიდან, კატეგორიულად არ უნდა დაინიშნონ შემდეგი პირები: იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის სისტემის ერთ-ერთი საყრდენი მოსამართლე იყო და 2012 წლის ცნობილი საარჩევნო კამპანიის დროს, პირდაპირ იყო პასუხისმგებელი პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დაჯარიმებაზე, რასაც ის უტიფრად აკეთებდა და იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ პირდადად ზურაბ ადეიშვილის სრული და უპირობო მხრადაჭერა ჰქონდა; არ უნდა დაინიშნონ, აგრეთვე, მერაბ გაბინაშვილი და შოთა გეწაძე, რომლებიც იუსტიციის საბჭოს ბოლო მოწვევის წევრები არიან და რომლებიც მურუსიძე-ჩინაჩალაძის ცნობილი სკანდალის დროს, სერგო მეთოფიშვილთან ერთად იუსტიციის საბჭოს იმ უტიფარი დამოკიდებულების სპიკერები და სახეები იყვნენ, რამაც ჩვენი საზოგადოების სრული უნდობლობა გამოიწვია.

აგრეთვე, არ უნდა დაინიშნონ შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე, რომლებიც პროკურატურის იმ მანკიერი სისტემის წარმომადგენლები არიან, რომელმა სისტემამაც ჩვენ საზოგადოებაში სრული უნდობლობა არაერთხელ გამოიწვია. ისინი პასუხისმგებლები არიან იმ ათეულობით გამოუძიებელ რეზონანსულ საქმეებზე, რაც ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის გაჩენილი უფსკრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

„თავისუფალი საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საჯარო სხდომებში, აგრეთვე, ყველა სხვა საჭირო ფორმატში, რათა მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ზემოთაღნიშნული სიის ამ ფორმით დამტკიცება. საქართველოს ხელისუფლებას აქვე შევახსენებთ, რომ ამ სიის ამ ფორმით დამტკიცება, ყველაზე მეტად შედის იმ ექსტრემისტული ძალების ინტერესებში, რომლებიც აუცილებლად გამოიყენებენ ხელისუფლების ამ შეცდომას, რათა ქვეყანას მაქსიმალურად „ცხელი“ შემოდგომა ჰქონდეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

თეგები: მოსამართლესასამართლოუზენაესი სასამართლო
გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

“თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი” – არჩილ გორდულაძე

ნოემბერი 24, 2026
0
მთავარი

აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა....

დაწვრილებითDetails

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ნოემბერი 24, 2026
13
მთავარი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლებისსამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“,არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანისმცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხოქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური დაკუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშარსებული...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ნოემბერი 24, 2026
16
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა პაკისტანის,...

დაწვრილებითDetails

ანატოლი გიგაური თავისუფალია

ნოემბერი 24, 2026
15
მთავარი

ანატოლი გიგაური თავისუფალია - 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე დატოვა. მადლობა ყველას და უახლოეს დროში მოვესწროთ საქართველოს თავისუფლებას", - უთხრა "პირველებს" გიგაურმა.    შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა – შსს

ნოემბერი 24, 2026
10
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

ნოემბერი 24, 2026
41
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ნოემბერი 23, 2026
19
მთავარი

ქსნის პენიტენციური დაწესებულება დატოვა მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. გიორგი ოკმელაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და...

დაწვრილებითDetails

აქციების დროს დაკავებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

ნოემბერი 23, 2026
12
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. „სახლში მინდა ძალიან, თავისუფლება ყველას“, - განაცხადა გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი მინდაძემ. თავისუფლება...

დაწვრილებითDetails

პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი – შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ გარეთ ვართ საჭირო

ნოემბერი 23, 2026
30
მთავარი

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც 2024 წლის...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 21, 2026
121
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».